საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცავები ქართველ მამა-შვილს ეძებენ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 15 იანვარს ჭანიას დასახლებაში ერთ-ერთ სახლში 53 წლის კაცის გვამი იპოვეს. მამაკაცის იყო ნაწამები და გაგუდული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით დანაშაულში ქართველი მამა-შვილის ფიგურირებს.
49 და 19 წლის ქართველებმა მამაკაცის მოკვლის შემდეგ მისი სახლიდან, ტელეფონი, ლეპტოპი და გაურკვეველი რაოდენობის თანხა მოიპარეს.