ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა სატვირთო ავტომობილის 30 წლამდე მძღოლი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.