რუსთავის მერია სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტებს შეიძენს

2022-01-31 11:35:25

რუსთავის მერია სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტებს შეიძენს.

საჩუქრების შესაძენად მუნიციპალიტეტმა 65 060 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, 2608 სასაჩუქრე პაკეტს სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში დედის დღისთვის, აღდგომისთვისა და ბავშვთა დაცვის დღისთვის შეიძენენ.

დედის დღესთან დაკავშირებით 338 სასაჩუქრე პაკეტში იქნება: ხრაშუნა ვაფლის ბატონების ნაკრები შოკოლადით. შოკოლადის ბატონები შეფუთული უნდა იყოს პოლიეთილენის პაკეტში. შეფუთვის შეფერილობა უნდა ემთხვეოდეს მინი შოკოლადების შეფუთვის შეფერილობას, შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 160გრ. - 1 ცალი.

რძიანი და შავი შოკოლადების ასორტი, შოკოლადები უნდა იყოს მთლიანი თხილით, ხრაშუნებით და პრალინეთით, სათითაოდ შეფუთული და მოთავსებული მუყაოს კოლოფში. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ - 234 გრ. - 1 ცალი.

ხრაშუნა ვაფლების შეფუთული ნაკრები უნდა იყოს შოკოლადის ან რძის კრემის შიგთავსით. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 216 გრ. - 1 ცალი.

შოკოლადის ტრუფელების ნაკრები უნდა იყოს შავი შოკოლადის ან თხილის არომატით, შეფუთული და მოთავსებული მუყაოს კოლოფში, შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 175 გრ. - 1 ცალი.

ვაფლის მილაკების შეფუთული ნაკრები უნდა იყოს კაკაოს ან ვანილის ან თხილის კრემის შიგთავსით. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ - 140 გრ. - 1 ცალი.

თითოეული საჩუქარი განთავსებული უნდა იყოს მუყაოს ჩანთაში, ზომით არანაკლებ: 33*24*15 სმ. 210 გრ ბრისტოლი. ბეჭდვა 4/0, ლამინაცია მატი 1/0. სტანდარტული თოკის სახელურით. ჩანთა უნდა იყოს თეთრი ან ლურჯი შეფერილობის, ჩანთის წინა მხარეს დაბეჭდილი უნდა იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გერბი და წარწერა „გილოცავთ დედის დღეს“ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 770 სასაჩუქრე პაკეტში იქნება: პასკა ქიშმიშით და შოკოლადის მინანქრით, შეფუთული უნდა იყოს მუყაოს კოლოფში - შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 750 გრ. - 1 ცალი.

ხრაშუნა ვაფლების შეფუთული ნაკრები უნდა იყოს შოკოლადის ან რძის კრემის შიგთავსით. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ - 216 გრ. - 1 ცალი

ხრაშუნა ვაფლის ბატონების ნაკრები შოკოლადით. შოკოლადის ბატონები შეფუთული უნდა იყოს პოლიეთილენის პაკეტში. შეფუთვის შეფერილობა უნდა ემთხვეოდეს მინი შოკოლადების შეფუთვის შეფერილობას, შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 160 გრ - 1 ცალი

სენდივიჩი ორცხობილა უნდა იყოს შოკოლადის ან ვანილის კრემის შიგთავსით, პოლიეთილენის შეფუთვაში. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 134 გრ. - 1 ცალი

სენდვიჩი ორცხობილების ნაკრები - თითოეული ორცხობილა უნდა იყოს შოკოლადში ამოვლებული ზეფირის შიგთავსით, შეფუთული პოლიეთილენის პარკში. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 240 გრ. - 1 ცალი

მინი კექსების შეფუთული ნაკრები უნდა იყოს ქოქოსით, ქიშმიშით ან სტაფილო-დარიჩინის შიგთავსით. თითოეულ შეფუთვაში უნდა იყოს არანაკლებ 16 ცალი მინი კექსი. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 160 გრ. - 1 ცალი

თითოეული საჩუქარი განთავსებული უნდა იყოს მუყაოს ჩანთაში, ზომით არანაკლებ: 33*24*15 სმ. 210 გრ ბრისტოლი. ბეჭდვა 4/0, ლამინაცია მატი 1/0. სტანდარტული თოკის სახელურით. ჩანთა უნდა იყოს თეთრი ან ლურჯი შეფერილობის, ჩანთის წინა მხარეს დაბეჭდილი უნდა იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გერბი და წარწერა „გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)

1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1500 სასაჩუქრე პაკეტში უნდა იყოს: ვაფლის მილაკების შეფუთული ნაკრები, კაკაოს ან ვანილის ან თხილის კრემის შიგთავსით. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ - 140 გრ. - 1 ცალი

სენდივიჩი ორცხობილა უნდა იყოს შოკოლადის ან ვანილის კრემის შიგთავსით, პოლიეთილენის შეფუთვაში. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 134 გრ. - 1 ცალი

ხრაშუნა ვაფლის ბატონების ნაკრები შოკოლადით. შოკოლადის ბატონები შეფუთული უნდა იყოს პოლიეთილენის პაკეტში. შეფუთვის შეფერილობა უნდა ემთხვეოდეს მინი შოკოლადების შეფუთვის შეფერილობას, შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 160 გრ - 1 ცალი

სენდვიჩი ორცხობილების ნაკრები - თითოეული ორცხობილა უნდა იყოს შოკოლადში ამოვლებული ზეფირის შიგთავსით, შეფუთული პოლიეთილენის პარკში. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 240 გრ. - 1 ცალი

მინი კექსების შეფუთული ნაკრები უნდა იყოს ქოქოსით, ქიშმიშით ან სტაფილო-დარიჩინის შიგთავსით. თითოეულ შეფუთვაში უნდა იყოს არანაკლებ 16 ცალი მინი კექსი. შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 160 გრ. - 1 ცალი

თითოეული საჩუქარი განთავსებული უნდა იყოს მუყაოს ჩანთაში, ზომით არანაკლებ: 33*24*15 სმ. 210 გრ ბრისტოლი. ბეჭდვა 4/0, ლამინაცია მატი 1/0. სტანდარტული თოკის სახელურით. ჩანთა უნდა იყოს თეთრი ან ლურჯი შეფერილობის, ჩანთის წინა მხარეს დაბეჭდილი უნდა იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გერბი და წარწერა „გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები