რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მე-7 მოწვევის მე-18 სხდომა გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.
მერიის მხრიდან ინიცირებული საკითხები საკრებულოს წევრებს აპარატის ხელმძღვანელმა მიხეილ მუზაშვილმა წარუდგინა.
ინიცირებულ საკითხებს შორის ერთ-ერთო ქალაქის ბიუჯეტის 108 მილიონამდე ზრდა იყო, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
წარმოდგენილი საკითხიდან დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად 15 დაამტკიცეს, ხოლო ერთი არა.