რუსთავის მე-5 საჯარო სკოლას გალაკტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭა.
სკოლისთვის სახელის მინიჭების თანხმობის გაცემის შესახებ ინიცირებით საკრებულოს ქალაქის რესურსცენტრმა და მე-5 სკოლის დირექციამ მიმართა.
მე-7 მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს მე-18 სხდომაზე მე-5 საჯარო სკოლისთვის საქართველოს სახალხო პოეტის სახელის მინიჭებას დეპუტატებმა კენჭი ერთხმად უყარეს.