ბილაინმა ციფრული და სტარტ-აპ ეკოსისტემის გაძლიერების პროექტები შეაჯამა
ბილაინმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ციფრული სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ის პროექტები შეაჯამა, რომლებიც ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდებში ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვიძებას, ციფრულ და სტარტ-აპ ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს. ბილაინის განცხადებით, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პროექტი მიზნად ისახავს არამხოლოდ ციფრული პროდუქტების განვითარებას, არამედ საქართველოში, ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.
2022 წლის 28-30 იანვარს, თბილისში, ბილაინის მხარდაჭერით მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება, Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში.
2022 წლის განმავლობაში, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება. ხანის აკადემიის ვებ გვერდის მეშვეობით, ათი ათასობით მოსწავლეს და მასწავლებელს შეუძლიათ ქართულ ენაზე, სასურველი მიმართულებით დაეუფლონ ცოდნას.
გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ-აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi ვირტუალურ სივრცეში - მეტავერსში გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს. ორგანიზატორებთან ერთად პირველად ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი შეიქმნა. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ.
2022 წლის ოქტომბერში, ბილაინმა მხარი დაუჭირა კიდევ ერთ ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას. ორდღიანი გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps - მიზანია ჰაკათონის კონკურსანტებმა ერთობლივად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და შეზღუდულ დროში (48 საათში) სამყაროს ყველაზე მწვავე პრობლემები ინოვაციური მიდგომით გადაჭრან . NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება.
22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტ-აპ კონკურსი, ნფტ გალერეა და ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში მონაწილეობდა 1000ზე მეტი ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა.
17-19 ნოემბერს, ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას - Datafest Tbilisi 2022. გასულ წელს, DataFest Tbilisi-მა მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. ფესტივალის ფარგლებში, ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
2022 წლის მიწურულს, ბილაინთან პარნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ კონფერენცია - TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35+ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა. პროექტი მიზნად ისახავს ციფრულ სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას და ამ მიმართულებით საქართველოში, ახალი შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობას.
ბილაინი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი ახალგაზრდების გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას.