დეკემბერში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 188 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 176 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 142 ძაღლზე მოდის, 34 კი კატაზე.
მისივე თქმით, აცრილებს შორის 15 წლამდე 50 პირია.