გვიან ღამით თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.
დაჭრილი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.