რუსთავში პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო მოზარდმა ერთი თითი დაკარგა

2023-01-03 13:10:19

რუსთავში პიროტექნიკის ხელში აფეთქების გამო მოზარდმა ერთი თითი დაკარგა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, 9 წლის ბიჭს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის აფეთქების გამო მათთან შეყვანილი 8 პაციენტიდან 6 უკვე გაეწერა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები