რუსთავის 11 წლამდელთა საფეხბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონია.
ელიტ ლიგის ჩემპიონატზე, რომელიც მთელი წლის გნმავლობაში მიმდინარეობდა, გუნდმა ფინალური ეტაპზე გამარჯვებაც შეძლო და დამსახურებული 1-ელი ადგილი დაიკავა.
რუსთავის "რუსთავი" "ნორჩ დინამოს" შეხვდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ინტერის აკადემიის სტადიონზე, თბილისში შედგა.
გადამწყვეტი გოლის ავტორი გიორგი ღუნაშვილი გახდა.
"მთელი წლის განმავლობაში ბავშვებმა იშრომეს, იბრძოლეს და მიაღწიეს საწადელს, ისინი ჩემპიონები არიან, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხასრულოა", - აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა კახა ტოგონიძემ.