რუსთაველი ექიმის გაფრთხილება პიროტექნიკის გამოყენებაზე

2022-12-27 14:03:14

ახალი წლის მოახლოება ყოველთვის ასოცირდება პიროტექნიკის გაყიდვებისა და მისი მოხმარების მატებასთან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

სამწუხაროდ, საახალწლო პერიოდში პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ტრაგიკული შემთხვევებითაც მთავრდება.

სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ესაუბრა ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმს, ირაკლი ჯანგულაშვილს, რომელიც მოსახლეობს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან და თუკი მაინც გადაწყვეტენ მის გამოყენებას, რის შედეგადაც დაზიანებას მიიღებენ, რჩევას აძლევს, რა უნდა გააკეთონ პირველივე წუთებში.

"წინასაახალწლოდ ჩემს საყვარელ რუსთაველებს ვუსურვებ მშვიდობას და ვთხოვ, ძალიან დიდი ყურადღებით მოეპყრონ პიროტექნიკის გამოყენებას. თუ დააპირებენ, ჯობია არ დააპირონ და არ ააფეთქონ არაფერი.  თუ მაინცდამაინც აპირებენ, წაიკითხონ ინსტრუქცია. ენდონ ხარისხიან პიროტექნიკას, არ ენდონ კუსტარულს.

თუ ამ ყველაფერს არ გაითვალისწინებთ და ტრაგიკული შემთხვევა მოხდება, დამწვარზე უნდა დაიდოთ ცივი, რაც პირველი უებარი საშუალება. მძიმე დაზიანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საავადმყოფოს მიმართავენ, მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში სახლის პირობებშიც შეიძლება მკურნალობა. ჭრილობაზე კარგი იქნება კვერცხის ცილის წასმა, ცივ წყალზე შეხვევა. თუ გაქვთ სახლში, დამწვრობის მალამოს წასმა",- აფრთხილებს მოსახლეობას ირაკლი ჯანგულაშვილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები