რუსთაველი გოგო, თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში საბერძნეთის თასი 2022-ის გამარჯვებული გახდა.
თეკლამ, რომელსაც მასზე ბევრად გამოცდილ კონკურენტებთან მოუწია ბრძოლა, -51კგ კატეგორიაში იასპარეზა.
რუსთაველი სპორტსმენი შეჯიბრში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა, რადგან წლებია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფება.
თეკლა ობოლაძე ფინალურ შეხვედრაში კვიპროსელ მეტოქეს შეხვდა და მისი დამარცხებით გამარჯვება მოიპოვა.