რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სახლს გამაგრების სამუშაოები უტარდებოდა.