თბილისში, დიდ დიღომში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც ადგილობრივმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ცეცხლი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნივთებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მეზობლების თქმით, დაკვამლიანების შედეგად მსუბუქად დაშავდა ხანდაზმული ქალი.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის სამსახურში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, აღნიშნული ლოკაციიდან სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი პაციენტის გადაყვანა არ მომხდარა.