რუსთაველი, 60 წლის ვასიკო ბაკურაძე, რომელსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ვასიკო ბაკურაძის ცხედარი სამართალდამცავებმა თითქმის ერთ თვიანი ძიების შემდეგ მარის არხში იპოვეს.
ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.