რუსთავში 60 წლამდე ვასიკო ბაკურაძეს უკვე მე-12 დღეა ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ოჯახის წევრმა განუცხადა, მამაკაცს დღესაც გარდაბნის გზაზე არსებულ ტყეში ეძებდნენ.
"ახლაც ტყიდან მოვდივართ. გარდაბნისკენ რომ მიდიხარ იმ ტერიტორიაზე. როგორც პოლიცია ამბობს, სათვალთვალო კამერების მიხედვით, ჩასვლით ჩადისო, მაგრამ აღარ ამოდისო, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ გამოვკითხე მთლიანი სამეზობლო და იძახიან, რომ არის ამონასვლელი, ყველა იცნობს აბსოლუტურად მაგ ტერიტორიაზე. რას აკეთებს ეს პოლიცია ვეღარ გავიგე.
15 წელია მაგ ადგილას დადის ველოსიპედით, ხან თევზაობდა, ხან სოკოს კრეფდა. არც ველოსიპედი არაა, არც არაფერი", - აცხადებს დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრი.
მათივე თქმით, კაცს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საძიებო სამუშაოებს აგრძელებენ შესაბამისი უწყებები. ძებნა მიმდინარეობდა წყალშიც, სამძებრო ღონისძიებისთვის ტყესთან არსებული არხი ერთხელ უკვე დააშრეს.
თუ დაკარგული კაცის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე - 577528990.