სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" წევრები რუსთავის საკრებულოში დეპუტატებს შეხვდა.
მოძრაობის ლიდერმა თინათინ მაღედანმა საკრებულოში შემავალ სამივე ფრაქციის წარმომადგენლებთან ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მის გავლენებზე, მოგვარების გზებსა და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და გულწრფელად ვიტყვი, რომ ნამდვილად საქმიანი მიდგომა დავინახე და ცოტა იმედი მოგვეცა ამ მიმართულებით. შევთანხმდით გარკვეულ სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის იმაზე, რომ 27 დეკემბერს ერთ-ერთი საწარმოს საჯარო საჯარო განხილვა, მათი ტექნიკური დოკუმენტების.
მივიღეთ მზაობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. ისინი იმუშავებენ, შესაბამის კომენტარებს მოამზადებენ საწარმოებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. ასევე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია კვარტალში ერთხელ მაინც ადგილობრივ დონეზე შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ რისი გაკეთება შესაძლებელი ადგილობრივ დონეზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. რა გამოწვევები, რა ჩავარდნები არსებობს, რა შეიძლება გაკეთდეს უფრო უკეთესად. დიდი იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობითი მიდგომა გაამართლებს და ბევრად უფრო ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები დაიგეგმება ადგილობრივ დონეზე",- განაცხადა მაღედანმა.