რუსთავში ახალი სკვერი გაიხსნა.
კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე მესხიშვილის ქუჩაზე, #11 და #13 საცხოვრებელ კორპუსებთან მოეწყო. ახალ სკვერში დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
მულტიფუნქციური სკვერი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გახსნა.
ახალ დასასვენებელ სივრცეში პატარებისთვის განწყობის შექმნაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
რეკრეაციაში საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი ზონები, განათების ქსელი, დეკორატიული ღობე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეა მოეწყობილი.
ვანდალიზმის თავიდან არიდების მიზნით, სკვერში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერებიც.