12 დეკემბრიდან თბილისი-გარდაბნის მიმართულებით მატარებელმა მოძრაობა განაახლა.
მატარებელი ამ მარშრუტზე რუსთავსაც გაივლის და შესაბამისად მგზავრებს აიყვანს.
რეისი ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ შესრულდება.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელი თბილისიდან 07:10 საათზე გამოსვლის შემდეგ რუსთავის რკინიგზის სადგურზე 08:00-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 8:25 საათზე გამოსვლის შემდეგ 08:37-ზე.
19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთავის სადგურში 19:52-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 20:20-ზე გამოსვლის შემდეგ 20:32-ზე.
რუსთავიდან მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.