საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ტურნირზე ხუთმა რუსთაველმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა.
ტურნირში, რომელშიც 7 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რუსთაველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გელა ბერიაშვილის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა: დიონის კარიბოვმა 42 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ბერძენი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა, 69კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მედალი მოიგო - ლუკა დვალიშვილმა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, თამაზ აფციაურმა - 45კგ წონით კატეგორიაში, ანრი ჩიქვინიძემ - 50კგ კატეგორიაში და ზაჰიდ იბადოვმა - 55 კგ კატეგორიაში.
5 მედლით რუსთავის ჯიუ-ჯიცუს კლუბმა გუნდურ დონეზე მე-4 ადგილი დაიკავა.