რუსთაველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა

2022-12-12 16:47:47

საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა, ორმა რუსთაველმა სპორტსმენმა წარმატებულად იასპარეზა.

ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში რუსთაველებმა, ჯონი შაორშაძემ და გიგია ლუქუნიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.

ბექა ბიჩინაშვილისა და ბაჩანა კარანაძის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა 75 კგ და 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

შაორშაძემ ფინალურ შეხვედრაში ქართველი ოპონენტი, ხოლო ლუქუნიძემ სომეხი ოპონენტი დაამარცხა და ორივე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები