საახალწლო ღონისძიებები რუსთავში

2022-12-06 11:54:09

რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერის საშუალებით საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება შეისყიდა.

მუნიციპალიტეტს მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული "შპს ბრავო" 73 800 ლარად გაუწევს.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით საახალწლოდ იგეგმება:

10 დეკემბრიდან 4 დღის განმავლობაში საახალწლო სპექტაკლი თოჯინების მონაწილეობით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სანტა და ელფები უნდა განთავსდნენ საახალწლო ნაძვის ხესთან. პრინცის გამოსვლები 10 დღის განმავლობაში.

მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ფოლკლორული ჯგუფი, ადგილობრივი ინსტრუმენტულ კვარტეტი; იქნება  სამეჯლისო ცეკვები; კამერული ორკესტრი; კინო მუსიკა; კლავიში სოლო; დასარტყამი ბენდი (ტამტამები); კვარტეტი; ინსტუმენტალური ბენდი არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი;

თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 1 საათიანი პროგრამა.

ღონისძიებებთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალებს "ინფო რუსთავი" არკვევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები