რუსთავის მერია 105 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს

2022-12-05 14:40:02

რუსთავის მერია 105 ვიდეო-კამერას ყიდულობს.

ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაცია თანმდევი მომსახურეობის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით მერია ნომრის ამომცნობი 32, ზოგადი ხედვის 66 და მართვად 7 კამერას ყიდულობს.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიაში განუცხადეს, ვიდეო-კამერების დამონტაჟებას ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე აპირებენ.

ვიდეო-კამერებისა და მის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 381 695 ლარია გამოყოფილი.