რუსთავის 6 სკოლისთვის განათლების სამინისტრო ახალ დაფებს ყიდულობს.
შესაბამისი ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლებისთვის 4000-მდე დაფას შეიძენს, საიდანაც 65 რუსთავს გადმოეცემა.
ტენდერს თან დართული დოკუმენტაციის მიხედვით ახალ დაფებს ყიდულობენ, რუსთავი N2, N3, N9, N12, N14, N18.