სად მოეწყობა წელს საახალწლო სოფელი

2022-12-03 13:08:52

რუსთავში საახალწლო სოფელი წელს მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა.

სამუშაოები სოფლის მოსაწყობად თავისუფლების მოედანზე უკვე დაიწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ჯიხურები.

როგორც კულტურის საკითხებში მერის მრჩეველმა, ლაშა ნოზაძემ განაცხადა, სადღესასწაულოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს არაერთი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

"იგეგმება უამრავი აქტივობა და ყველაზე კულმინაციური ალბათ რაც შეიძლება ითქვას, ეს გახლავთ საშობაო სოფელი. რომელიც არაერთი დღე უმასპინძლებს რუსთავის ყველა ასაკისა და კატეგორიის მაყურებელს. ეს იქნება თავისუფლების მოედანზე, ცენტრალურ მოედანზე ჩვნეს ქალაქში, სადაც დაგხვდებათ ბევრი საშობაო სახლი, დახლები, მუსიკალური და შემეცნებითი პროგრამები და რაც მთავარია, ერთობლიობის განცდა, რაც ასე ძალიან მოგვენატრა", - განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალურ მოედანზე დღეს დილიდან დაიწყო მთავარი ნაძვის ხის აწყობის სამუშაოებიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები