რაჭაში 35 წლამდე ბიჭმა მეზობელი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი ტყეში მოხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.