რუსთაველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა

2022-11-29 18:15:29

რუსთაველმა სპორტსმენმა, ამიკო სვიმონიშვილმა ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი თბილისში წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 10-მდე ქვეყნის სპორტსმენმა მიიღო.

შალვა მამაცაშვილის მიერ გაწვრთნილმა 23 წლის რუსთაველმა სპორტსმენმა 94 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი მეტოქე ზურა სულავა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები