რუსთავში რამდენი საწარმოა თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში

2022-11-28 17:37:22

რუსთავში არსებული 24-მდე საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა დაყენებული და სისტემაში რეგისტრირებული 4 საწარმოს აქვს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:

1. შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია (რუსთავი, მანგანუმის ოქსიდის და მანგანუმის სულფატის წარმოება)

2. სს აზოტი (რუსთავი, ქიმიური მრეწველობა)

3. შპს ჯეოსთილი (რუსთავი, მეტალურგიული წარმოება)

4. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (რუსთავი, ცემენტის წარმოება)

ხოლო "შპს გია 2019-სა" (რუსთავი, ცემენტის ქარხანა) და "შპს მაქს იმპორტთ-თან" (რუსთავი, ცემენტის ქარხანა) მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცედურები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები