რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ წევრებთან ერთად გასული ცხრა თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული გეგმის ანგარიში მოისმინა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც 2023 წლის ქალაქი მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი განიხილეს.
სხდომას ქალაქის მერის სამივე მოადგილე ესწრებოდა.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაიგეგმოს ისე, როგორც რუსთაველებს უნდათ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, რა საჭიროებები და რა პრობლემებიც უდგათ.
ჩვენი მხრიდან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ მერიას წარვუდგინეთ, თუ რა სჭირდებათ რუსთაველებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსთაველების ინტერესებიდან უნდა ამოვიდეს ყველა და რაც მათ სჭირდებათ, ის უნდა გააკეთოს ყველამ, ეს იქნება ბიუჯეტი, თუ ნებისმიერი ბიუჯეტური ცვლილება",- განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ჯუბა მგელაძემ.