ცვლილება 1000-ლარიანი დახმარების პროგრამაში

2022-11-19 14:21:17

"ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამაში" ცვლილება შედის. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც სხდომაზე მოხსენებისას ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პირმა 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მიიღოს, საკმარისი იქნება, ის ცნობილ იქნეს დაზარალებულად და ფლობდეს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მის მიმართ ჩადენილი დანაშაული დასტურდება. ან აღნიშნულ თანხას მიიღებს მსხვერპლი, რომელიც ფლობს თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, აქამდე აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, პირს ჰქონოდა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, რაც რიგ პროცედურებთანაა კავშირში და ხშირ შემთხვევაში, დაფინანსების პროცესში პრობლემებს ქმნიდა.

საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას კომისიამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები