ლაცაბიძე: ვიწყებთ გაუნაშიანებელი ტერიტორიების ხედვის ჩამოყალიბებას

2022-11-12 18:13:15

"ათასობით ოჯახს საშუალებას მივცემთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოიყენება შეძლონ", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, საუბარია 8000 ოჯახზე, რომელიც აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობის ფრაგლებში, ქალაქის შემოსასვლელში არსებული მათ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების გამოყენებას შეძლებს.

"ვიწყებთ რუსთავის გაუნაშიანებელი ტერიტორიების ხედვის ჩამოყალიბებას. მაგალითად, რუსთავის შემოსასვლელში ძალიან ბევრ ადამიანს მიწის ნაკვეთები უკვე წლებია აქვს საკუთრებაში და იმის გამო, რომ ქალაქს არ აქვს კონკრეტული ხედვა, როგორი უნდა იყოს განაშენიანება, ეს ადამიანები ამ მიწის ნაკვეთებს ვერ იყენებენ. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა დარგის სპეციალისტებთან, ურბანისტებთან, არქიტექტორებთან და მათ ვეკითხებოდით, როგორი უნდა იყოს ქალაქის შემოსასვლელი და როგორ შევძლებთ, რომ ამ ადამიანებს საკუთრების გამოყენების შესაძლებლობა ერთხელდასამუდამოდ მივცეთ.

გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ჩათვალეთ ქალაქის ახალი განვითარება სწორედ ამ ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაიწყება. 8 000 ადამიანია ჯამში, ვისაც აღნიშნული საკუთრება აქვს და მათ გაეხსნებათ ხელ-ფეხი, საკუთრებას გამოიყენებენ მათივე ოჯახის სასარგებლოდ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა გეგმის შემუშავებაზე და იმ ხედვის ჩამოყალიბებაზრე, რომელიც ამ განაშენიანების ახალ ეტაპს დაგვანახებს ჩვენს ქალაქში", - განაცხადა რუსთავის მერმა.

ლაცაბიძე ასევე შეეხო მე-19 მიკრორაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები