რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში რუსთაველი შემოქმედის, ირინა ლოსეურაშვილის გამოფენა გაიმართა.
გმირთა მემორიალის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ რეკრეაციაში მისი ნახატები და ხელნაკეთი სამკაულები გამოეფინა.
"შეიძლება ითქვას, რომ მე თვითნასწავლი ხელოვანი ვარ. ვარ თვითნასწავლი მხატვარი და ასევე აქ გამოტანილ არის ჩემი ხელნაკეთი სამკაულები. თემატიკას რაც შეეხება, რასაც ვგრძნობ, რასაც ვხედავ, ისაა წარმოდგენილი", - განაცხადა ირინა ლოსეურაშვილმა "ინფო რუსთავთან".
საგამოფენო სივრცეში, ჯამურად, 70-მდე ფერწერული ნამუშევარი და საიუველირო ნაკთობა იყო გამოფენილი.