რუსთავის მერია 6 რკინის კონსტრუქციის ხის ჯოტეჯსა და 10 ხის გასაშლელ/დასაკეცი დახლს შეისყიდის.
აღნიშნული ინვენტარის შესაძენად 62 800 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა” გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ ხის კოტეჯებისა და დახლების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მერიის წინ მდებარე მოედანი.