რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება. ამასთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.
"ქალაქი რუსთავი, თბილისის ქუჩაზე - შენ.028-თან, წყალსადენის ქსელზე არსებული დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:00 საათიდან 07.11-ის 07:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მეგობრობის გამზირი, შარტავას ქ, ტაშკენტის ქ, ახმეტელის ქ, ლომოურის ქ, მე-6 მ/რ, მე-7 მ/რ, მე-7ა მ/რ, მე-8 მ/რ, მე-20 მ/რ 21-ე მ/რ, თოდრიის ქ, ფალიაშვილის ქ, კლდიაშვილის ქ, 9 ძმა ხერხეულიძის ქ, გორის ქ, გურამიშვილის ქ, ვახუშტის ქ, ვაჟა- აფშაველას ქ, თბილისის ქ, იალღუჯის ქ, ლერმონტოვის ქ, მარჯანიშვილის ქ, მაჩბელის ქ, მეგობრობის ქ, მელიქიშვილის ქ, დადიანის ქ, ნიშნიანიძის ქ, შევჩენკოს ქ, ყაზბეგის ქ, ცურტაველის ქ, თავგორაშვილის ქ (კიკვიძე), ფალიაშვილის ქ, გზირიშვილის ქ, ლესელიძის ქ, შიო არაგვისპირელს და კლდიაშვილის ქ.", - ნათქვამია განცხადებაში.