რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის მთავარი სცენა "კომედიის თეატრალური ფესტივალის" მე-2 დღეს ქუთაისის თეატრის დასმა დაიკავა.
დასი მაყურებლის წინაშე 2020 წელს თეატრალური საზოგადოების „გრან პრის“ მფლობელი სპექტაკლით "ქარი ქრის ვერხვებში" წარსდგა.
ჟერალდ სიბლეირასის ორმოქმედებიანი სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ნინო მაღლაკელიძეა, ომის სამ ვეტერანზე, რენეზე, გუსტავსა და ფერნანზეა, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს პანსიონატში ატარებენ და საბოლოოდ იქიდან გაიქცევიან.
სპექტაკლით ნასიამოვნები და მონუსხული მაყურებელი მსახიობებსა და რეჟისორს ტაშს ხუთი წუთის განმავლობაში უკრავდა.
ქუთაისის დას რუსთავის თეატრის ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ მადლობის სიგელიც გადასცა.
ფესტივალის მესამე დღეს, 3 ნოემბერს, რუსთავის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე თავისუფალი თეატრი სპექტაკლით "სამი ჰალსტუხინი და ანგელოზი" წარდგება.