რუსთავში კაცმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, 50 წლამდე კაცსა და 45 წლამდე ქალს შორის კამათი სიტყვიერი შეურაცხყოფით გაგრძელდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ქმარმა ცოლს სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.