გორში 13 წლის გოგოზე 60 წლამდე კაცმა სექსუალურად იძალადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანი გოგონას ნათესავია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდართან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 60 წლამდე კაცი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.