რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპიინძლობს [photo]

2022-11-01 23:13:34

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი უკვე მეორედ კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის თეატრს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 15-მდე დასი ეწვევა.

ფესტივალის პირველი დღე მარჯანიშვილის თეატრის დასმა სპექტაკლით "ფიგაროს ქორწინება" გახსნეს, რომელიც ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერაა დადგმული.

12 დღის განმავლობაში რუსთავის თეატრი უმასპინძლებს:

2 ნოემბერს  - ქუთაისის თეატრის სპექტაკლს "ქარი ქრის ვერხვებში"

3 ნოემბერს - თავისუფალი თეატრის სპექტაკლს "სამი ჰალსტუხიანი ანგელოზი"

4 ნოემბერს - თელავის თეატრის  სპექტაკლს "გაჭედილები"

5 ნოემბერს - რუსთავის თეატრის სპექტაკლს "მზის დაბნელება საქართველოში"

ასევე 5 ნოემბერს ნოემბერს - ილიაუნის თეატრი "ძალად ექიმის" პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს

6 ნოემბერს - მცხეთის თეატრის სპექტაკლს "თაღლითობა და სიყვარული"

7 ნოემბერს - ერისთავის თეატრის სპექტაკლს "უჩინმაჩინის ქუდი"

8 ნოემბერს - მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს "ჭორიკანა ქალები"

9 ნოემბერს - ოზურგეთის თეატრის სპექტაკლს "გურიის დედოფალი"

10 ნოემბერს - ახალი თეატრის სპექტაკლს "შეყრა"

11 ნოემბერს - "ხვლიკისა" და ათონელის თეატრის სპექტაკლს "ღმერთები"

ასევე 11 ნოემბერს - ქალაქის თეატრის სპექტაკლს "მარკეტი"

12 ნოემბერს - თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს "ჟირაფი ჟოზე"

ასევე 12 ნოემბერს - რუსთავის თეატრის სპექტაკლს "კუკარაჩა"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები