ისტორიული აღმოჩენა რუსთავში [photo]

2022-11-01 14:03:22

რუსთავში, ციხესიმაგრის აღმოსავლეთი კედლის ნიშებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისტორიული აღმოჩენა გაკეთდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-18-17 საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი და გვიანბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-10-9  საუკუნის ნაგებობები.

პაჭიკაშვილის თქმით, ძვ.წ.აღ. მე-18-17  საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი ყველაზე ძველი აღმოჩენაა, რაც რუსთავში გათხრების დროს უპოვიათ.

"სავარაუდოდ არის კრემაცია, რადგან მარტო ხარის თავები, ხბოს ნაშთები, სააღაპე მასალები, ჭურჭელი და რამდენიმე ნივთია ნაპოვნი. თვითონ ჩონჩხი დადასტურებული არ არის, ვფიქრობთ რომ კრემაციაა და რომელიმე ქოთანშია ჩატანებული ფერფლი",- განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაგებობებს, აღმოჩენილია საცხოვრებელი და, სავარაუდოდ, სამლოცველო სახლები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები