აღმაშენებლის ხეივანზე სასტუმრო "ლუქსში" აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა.
როგორც ირკვევა, მან სასტუმრო "ლუქსში" ნომერი გუშინ დაიქირავა. ამ დროისათვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
სასტუმროო დალუქულია. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე უკვე დასრულებულია.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 229-ე მუხლით არის დაწყებული.