რუსთავის გასასვლელში მამაკაცი დაჭრეს

2022-10-22 00:03:49

რუსთავის გასასვლელში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები