მოიტაცეს თუ არა რუსთავში ახალგაზრდა გოგო [photo]

2022-10-18 19:10:11

სოციალური ქსელის Facebook-ის დახურულ ჯგუფებსა და ჩატებში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთავში ახალგაზრდა გოგო მოიტაცეს.

გარდა ამისა, ვრცელდება გამაფრთხილებელი პოსტები სხვადასხვა ანგარიშიდან (account-დან), რომ სკოლებთან შავი ჯიპით მამაკაცი ბავშვების მოტაცებას ცდილობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და ამ ფაქტით დაინტერესება სთხოვეს.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, გოგოს მოტაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ფაქტი არ ფიქსირდება და ამის შესახებ არც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შესულა შეტყობინება.

არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული ყალბი ანგარიშებიდან, მიზანმიმართულად, საზოგადოების შესაშინებლად, ვრცელდება ასევე ინფორმაცია სკოლებიდან არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანის მცდელობაზეც, რაც ასევე ოფიციალურად არ ფიქსირდება.

რუსთავის პარალელურად მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა ქალაქის დახურულ ჯგუფებსა და ჩატებშიც.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები