რუსთავში პიტბულის მიერ 4 ადამიანის დაკბენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო.
გარდა ამისა, ძაღლი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მასზე დაკვირვება ხდება.
შეგახსენებთ, რომ შარტავას გამზირზე მოხდა პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა, დაშავებულები კი სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.