 
         2022-10-11 00:20:42
2022-10-11 00:20:42 
    
		
		
			რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში უბედურ შემთხვევას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიჭი ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
