რუსთაველი კაცი, რომელმაც ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა

2022-10-09 00:05:47

რუსთავის აზოტის თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ფაქტი კლინიკა "რუსთავში" დაუდასტურეს, სადაც 55 წლამდე კაცი 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კაცს სამსახურში ყოფნის დროს ქიმიური ნივთიერება წყალში აერია და დალია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები