თბილისში, საბურთალოზე მაღაზიათა ქსელის "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ ფილიალში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. [ვიდეო/video]
როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ერთმანეთს კონსულტანტები და უცხოელი ტურისტი დაუპირდაპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეხლა-შემოხლა თავდაპირველად იმიტომ დაიწყო, რომ მამაკაცმა მიიჩნია, რომ მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა, რის გამოც მაღაზიის თანამშრომლების შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდართან დაკავშირებით კომპანია "ორ ნაბიჯში" ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე უცხოელი მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.