რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ცეცხლი მე-5 სართულზე ერთ-ერთი ბინის აივანზე გაჩნდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აივანზე ვინმემ სიგარეტის ნამწვი ჩამოაგდო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის დროს საცხოვრებელ ბინაში არავინ იმყოფებოდა.