შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებს მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბერს 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბერს 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.
ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას.