ქურდობის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 35 წლამდე მამაკაცმა, ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ ერთერთ კომერციულ ობიექტში შეაღწია, საიდანაც კონდინციონერი და სამუშაო იარაღები მოიპარა.
ფაქტის შესახებ პოლიციისთვის გახდა ცნობილი. ჩატარებული გამოძიების შედეგად ქურდობაში ბრალდებული პირი დადგინდა. სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.