რუსთავში მაღალი ძაბვის ელექტრო სადენის გაქურდვა სცადეს

2023-03-02 20:39:06

რუსთავში მაღალი ძაბვის ელექტროს სადენის გაქურდვა სცადეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცმა შევჩენკოს ქუჩაზე "ენერგო პრო ჯორჯია"-იას ელექტრო გამანაწილებელ ქვესადგურთან მაღალი ძაბვის ელექტრო სადენის გაქურდვა სცადა.

ახალგაზრდა კაცი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები